პუტინისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრა შესაძლოა, სტამბოლში შედგეს

01.04.22 15:19
პუტინისა და ზელენსკის პირისპირ შეხვედრა შესაძლოა, სტამბოლში შედგეს

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის პირისპირ შეხვედრა შესაძლოა, სტამბოლში შედგეს -  თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, რეჯებ ტაიპ ერდოღანი, შუამავლისა და უსაფრთხოების გარანტიებს საკუთარ თავზე იღებს.  

თურქეთის პრეზიდენტს დღეს, 17 საათზე, პირდაპირი სატელეფონო კავშირი ექნება ვლადიმერ პუტინთან და სავარაუდოდ, შეხვედრის დეტალები ამ კომუნიკაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ამ დროისთვის რუსეთ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკება ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები