მარიუპოლიდან ევაკუაცია მიმდინარეობს

01.04.22 16:37
მარიუპოლიდან ევაკუაცია მიმდინარეობს

მარიუპოლში ევაკუაცია მიმდინარეობს. მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, 2 000-მდე ადამიანი მანქანებით ბერდიანსკიდან ზაპოროჟიეში გადაყავთ. ევაკუაციის პროცესში ჩართულია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური და წითელი ჯვრი.

მარიუპოლი ოკუპანტებს ალყაში აქვთ მოქცეული, შესაბამისად, ევაკუაცია პრობლემური იყო, იქ ვერც წითელი ჯვარი შედიოდა.