ოკუპანტებმა ჩერნიგოვში საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილება გაანადგურეს
ჩერნიგოვის მერი უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს - ვლადისლავ ატროშენკოს ცნობით, რუსულმა ოკუპანტებმა საავადმყოფოს ონკოლოგიური განყოფილება გაანადგურეს.
ზოგიერთი ჭურვი პირდაპირ რეგიონალურ საავადმყოფოს მოხვდა და შენობის ერთ-ერთი ნაწილი, ონკოლოგიური განყოფილება მთლიანად გაანადგურა. მძიმე დაზიანება მიიღო სამმა ადამიანმა. სრულ ჰუმანიტარული კატასტროფის პირობებში გვიწევს ცხოვრება", - თქვა ვლადისლავ ატროშენკომ.