ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

კიევის ოლქის ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან თავისუფალია, თუმცა უკრინული არმია მოქალაქეებს მოუწდებს, ქუჩებში არ გადაადგილდნენ, რადგან აქ თითქმის ყველაფერი, მათ შორის, ქალაქში მიმოფანატული ცხედრები, დანაღმულია.
ორი დრის განმავლობაში მოქალაქეებისგან აქტიურად მოდის შეტყობინებები, შეუძლიათ თუ არა ქალაქში დაბრუნება. ქალაქი ბუჩა ახლა არ არის უსაფრთხო და ქალაქში რუსების დივერსიული ჯგუფები დადიან, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში არიან გამოწყობილი.
მინდა, მოვუწოდო იმ მოსახლეობას, რომელიც ქალაქში რჩება, ტერიტორია დანაღმულია. ეს ეხება სახლებს, ტექნიკას, ცხედრებიც კი დანაღმულია. ამიტომ უცხო საგნებს არ მიუახლოვდეთ, არ შეეხოთ - მოუწოდებენ უკრაინელი სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობას.