ველოდებით რუსეთის ფორმალურ პასუხს - დმიტრო კულება

ველოდებით სრულყოფილ პასუხს რუსერთისგან, საიდანაც გასაგები გახდება აგრძელებს მოლაპარაკებებს ულტიმატუმის ენით, თუ გადავიდნენ კონსტრუქციულ მსჯელობაზე - ამის შესახებ განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
დმიტრო კულებას თქმით, უკრაინის შეთავაზებაზე, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით რუსეთს ჯერ კიდევ გაუცია პასუხი.
„სრულფასოვანი პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია იმ წინადადებაზე, რომელმაც სტამბულში გაიჟღერა. ჩვენ თვალს ვადევნებთ გარკვეულ საჯარო კომენტარებს ოფიციალური პირების მხრიდან, მაგრამ ველოდებით რუსეთის ფორმალურ პასუხს“,- განაცხადა კულებამ.
მინისტრის განმარტებით, რუსეთის პასუხით ნათელი გახდება - ის აგრძელებს ულტიმატუმის ენით საუბარს თუ ბოლოს და ბოლოს გადავიდა კონსტრუქციულ განხილვასა და ურთიერთმისაღები გადაწყვეტის გზების ძებნაზე.