"მინდა შეგატყობინოთ 3 დაპირება ჩვენგან" - ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კიევში ჩავიდა

02.04.22 11:40
"მინდა შეგატყობინოთ 3 დაპირება ჩვენგან" - ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კიევში ჩავიდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა კიევში  ჩავიდა და უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერს, რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა. მან ევროპარლამენტის 3 ოფიციალური დაპირება გააჟღერა, რომლის მიხედვითაც ისინი უკრაინას დაეხმარებიან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს უმოკლეს დროში მისცემენ.

 ჩვენ ერთად გამოვთქვამთ დიდ მწუხარებას იმ ოჯახების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს გმირები. თითოეული ქვეყანა, რომელიც შედის ევროპარლამენტში გპირდებათ, რომ გვერდიგვერდ დავდგებით ბრძოლის ველზე. 

მინდა მივმართო უკრაინის რადას, ოფიციaლურად შემიძლია, რომ შეგატყობინოთ 3 დაპირება ევროპარლამენტისგან. პირველი, ჩვენ ვაღიარებთ, რომ რუსეთი ნამდვილად  ოკუპანტია. ის ცდილობს უკრაინას წაართვას, თავისუფლება. ეს არის თავდასხმა არამარტო უკრიანისთვის, არამედ მთელი ევროპის დემოკრატიაზე. უკრაინას ოფიცილაურად და სწრაფად ევროკავშირის წევრობის კანდიდატად ვაღიარებთ.  გპირდბეით, მაქსიმალურად ვეცდებით დაგეხმაროთ ქვეყნის თვაიდან აშენებაში. ყველა ის დასახლებული პუნქტები აღდგება ჩვენი და თქვენი ძალისხმევით", - განაცხადა მეცოლამ.

მსგავსი სიახლეები