ოკუპანტების შემზარავი სისასტიკე უკრაინაში - ბუჩაში ცოლ-ქმარს 4 დღე აწამებდნენ

02.04.22 12:12
ოკუპანტების შემზარავი სისასტიკე უკრაინაში  - ბუჩაში  ცოლ-ქმარს 4 დღე აწამებდნენ

ოკუპანტების სისასტიკე უკრაინაში - ქალაქ ბუჩაში, ჩეჩნებმა და ბელორუსელმა სამხედროებმა  უკრაინელი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში აწამეს. წამება სავარაუდოდ, 4 დღეს გაგრძელდა.შედეგად ქმარი გარდაიცვალა.    შემზარავი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გარეთ ქმარი შემხვდა, რომელმაც მთხოვა აქ შემოვსულიყავი. ჩვენ  ვართ პირველები, ვინც აქ შემოვიდნენ. მას შემდეგ რაც აქ ბელორუსი და ჩეჩენი სამხედროები იყვნენ, აიყვანეს ტყვედ და 4 დღე აწამებდნენ", - ამბობს ვიდეომიმართვაში უკრაინელი ჯარისკაცი. 

შეგახსნებეთ, რომ ქალაქი ბუჩას გათავსიუფლება უკრაინელმა მებრძოლებმა გუშინ  მოახერხეს. ამის მიუხედავად, დღეს ქალაქ ბუჩას საბჭოს მდივანმა ტარას შაპრავსკიმ და დეპუტატმა ეკატერინა უკრაინცევამ განაცხადეს, რომ ქალაქში მოსახლეობის დაბრუნება ჯერ კიდევ საშიშია, რადგან ქალაქში ბევრი ნაღმია დატოვებული და არ არის გამორიცხული, დივერსანტები ადგილზე კვლავ  იყვნენ.