რუსეთის მორიგი იერიში ხარკოვზე - ოკუპანტებმა ბავშვთა გასართობი პარკი გადაწვეს
ოკუპანტებმა ხარკოვში ბავშვთა გასართობი პარკი გადაწვეს.გასართობი პარკი ცეცხლის ალშია გახვეული. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. რუსმა სამხედროებმა ცეცხლი ატრაქციონებს წაუკიდეს. მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.