ვითარება უკრაინაში - ენერგოდარში ოკუპანტებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ესროლეს
დაძაბული ვითარებაა ენერგოდარში. ქალაქის ქუჩებში მოსახლეობამ ოკუპაცია გააპროტესტა, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. უმძიმესი ვიდეო კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ქალაქში რამდენიმე წუთის განმავლობაში, მოსახლოებას დამიზნებით ესროდნენ.
კადრებში ჩანს, როგორ გარბიან ადგილიდან მშვიდობიანი მომიტინგეები.