ომში მომუშავე უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი მოკლული იპოვეს

02.04.22 17:20
ომში მომუშავე უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი მოკლული იპოვეს

უკრაინელი ფოტოჟურნალისტი მაქს ლევინი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომში გამოცემა hromadske-სთვის მუშაობდა, მოკლული იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას  უკრაინული მედია ავრცელებს. 

 ლევინი ადგილობრივმა პოლიციამ პირველ აპრილს კიევის რეგიონის სოფელ გუტა მეჟიგორსკაიას მიდამოებში ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვა.

როგორც ცნობილია, ის თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. 40 წლის ლევინს ისეთი გამოცემებისა და სააგენტოებისთვის აქვს ნამუშევარი, როგორიც უკრაინული „უნიანი“, ასევე საერთაშორისო Associated Press და Reuters-ია.

უკრაინულმა მედიამ კიევის მახლობლად, ფრონტის ხაზზე ცნობილი ფოტოჟურნალისტის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 22 მარტს გაავრცელა.  უკრაინულ მედიაში აღნიშნულის შესახებ მაქს ლევინის მეგობარმა, მარკიან ლისეიკომ შეატყობინა.