2 მოკლული და 5 დაჭრილი - ქურდული გარჩევა თბილისში

ქურდული გარჩევა თბილისში - მოკლულია 2 და დაჭრილია 5 ადამიანი. სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ფულის განაწილება გახდა.
ვერაზე კრიმინალური გარჩევა ორ ჯგუფს შორის მოხდა. ერთმანეთს კანონიერი ქურდი დავით ყალიჩავას და კრიმინალური ავტორიტეტის ლევან მარღიას მხარეები დაუსპირისპირდნენ. კრიმინალური გარჩევა დავით ყალიჩავას წარმომადგენელმა, ზუგდიდელმა ავტორტეტმა ხვიჩა ცხაკაიამ დაგეგმა. გარჩევა დავით შენგელიას ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც ბიზნესშ წილს ლევან მარღია სთხოვდა. შენგელიამ დასახმარებლად თურქეთში მყოფ ყალიჩავას მიმართა, ყალიჩავამ კი საქმის მოგვარება ხვიჩა ცხაკაიას დაავალა.
სისხლიან გარჩევაში ათამდე ადამიანი მონაწილეობდა. ყველა გაქცეულია. პოლიცია მკვლელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.
"პირველების" ინფორმაციით, დაჭრილია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმაც.
შემთხვევის ადგილზე, ლაგუნა ვერეს ტეირიტორიაზე ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.