ხელებგაკოჭილ ადამიანებს ოკუპანტები ქუჩაში ხვრეტენ - ბოლო ცნობები უკრაინიდან

03.04.22 12:09
ხელებგაკოჭილ ადამიანებს ოკუპანტები ქუჩაში ხვრეტენ - ბოლო ცნობები უკრაინიდან

ოდესა იბომბება. რუსეთმა სარაკეტო იერიში საზღვაო ქალაქზე მიიტანა. ოკუპანტების სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები და დასახლებული პუნქტებია. დაარტყეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასაც. სროლებია ჩერნიგოვში და ხარკოვშიც. 

ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს თავს ესხმიან ბუჩაშიც. ოკუპანტები ხელებგაკოჭილ ადამიანებს პირდაპირ ქუჩაში ხვრეტენ. პუტინის სამხედროები ცხედრებს ანალიზაციის ჭებში ყრის. ფაქტს უკრაინელების გენოციდი უკვე უწოდეს.

დილიდან ოკუაპნტებმა ცეცხლი კრივოი როგშიც გახსნეს. მათ იერიში აქაცს მშვიდობიან მოქალაქეებზე მიიტანეს. 

უმძიმესი ვითარებაა მარიუპოლშიც. აზოვის ბატალიონი დახმარებას ითხოვს.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ კიევთან ახლოს დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეები იპოვეს. პარალალურად უკრაინის შეიაარღაბეული ძალები მორიგ მიმართვას ავრცელებენ, სადაც ამბობენ, რომ მტერი დემორალიზებულია და საბრძოლო მოქმედებებში ჩართულობაზე უარს აცხადებენ.