უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა სწრაფად უნდა მოხდეს - არახამია
რუსეთი უკრაინის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებაზე თანახმაა, თუმცა ერთი პირობით: ყირიმის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა შევიდეს. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა დავით არახამიამ რუსულ მხარესთან ბოლო კომუნიკაციის შემდეგ განაცხადა.
უკრაინის მმართველი პარტიის ლიდერი მიიჩნევს, რომ ზელენსკის და პუტინის შეხვედრა შესაძლებელია.
რუსულმა დელეგაციამ დაადასტურა ჩვენი თეზისი, რომ დოკუმენტების პროექტები საკმარისად არის შემუშავებული, რათა კონსულტაციები ჩატარდეს უშუალოდ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის, ანუ უკრაინის პრეზიდენტსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის. ჩვენი ამოცანაა სწრაფად შევიმუშავოთ იმ საკითხების საბოლოო სტადია, რომლებსაც უკვე შევეხეთ და მოვამზადოთ პრეზიდნეტების შესაძლო შეხვედრა, - განაცხადა არახამიამ.