ქურდული გარჩევა თბილისში - პირველი ინტერვიუ ბიზნესმენ დავით შენგელიასთან

03.04.22 13:35
ქურდული გარჩევა თბილისში - პირველი ინტერვიუ ბიზნესმენ დავით შენგელიასთან

კრიმინალური გარჩევა თბილისში - "პირველებს" ინტერვიუს ის ბიზნესმენი აძლევს, ვის გამოც ვერაზე სისხლიანი გარჩევა მოხდა. დავით შენგელია ადასტურებს, რომხვიჩა ცხაკაია და დავით ყალიჩავა იცნობს, თუმცა მისი მტკიცებიტ ბიზნეს წილების გამო დახმარების თხოვნით მათთვის არ მიუმართავს.

საქმე არ მქონდა არც ერთთან, არც მეორესთან. არც ვიცნობ ვინ არის ქობულია. კი, ცხაკაია მეგობარია ჩემი, მაგრამ რა მოხდა არც ის ვიცი. არაფერი ვიცი. მე ზუგდიდში ვარ აქ და რა მოხდა თბილისში აზრზე არ ვარ. ჩემს საქმეს ცხაკაიას კი არა, არავის მოვაგვარებინებ. თუ მოსაგვარებელია მე მოვაგვარებ. არაფერი საქმე არ მაქვს არც კნანონიერ ქურდებთან, არც კრიმინალებთან. ზუგდიდი პატარა ქალაქია და ვინც აქ დაბადებულია ყველა მიცნობს და ყველას ვიცნობ, - ამბობს შენგელია. 

კრიმინალური გარჩევა ვერაზე გუშინ მოხდა.  

მოკლულია 2 და დაჭრილია 5 ადამიანი. სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ფულის განაწილება გახდა.

ვერაზე კრიმინალური გარჩევა ორ ჯგუფს შორის მოხდა.  ერთმანეთს კანონიერი ქურდი დავით ყალიჩავას და კრიმინალური ავტორიტეტის ლევან მარღიას მხარეები დაუსპირისპირდნენ. კრიმინალური გარჩევა დავით ყალიჩავას წარმომადგენელმა, ზუგდიდელმა ავტორტეტმა ხვიჩა ცხაკაიამ დაგეგმა. გარჩევა დავით შენგელიას ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, რომელსაც ბიზნესშ წილს ლევან მარღია სთხოვდა. შენგელიამ დასახმარებლად თურქეთში მყოფ ყალიჩავას მიმართა, ყალიჩავამ კი საქმის მოგვარება ხვიჩა ცხაკაიას დაავალა. 

სისხლიან გარჩევაში ათამდე ადამიანი მონაწილეობდა. ყველა გაქცეულია. პოლიცია მკვლელებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს.

მსგავსი სიახლეები