რუსეთის სიმხეცე - ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 340-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი დაკრძალეს

რუსეთის სიმხეცე - ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 350-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი დაკრძალეს. ქალაქის სარიტუალო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს, რადგან 20-მდე მისამართი ჯერ კიდევ გადასამოწმებელია.
იაბლონსკის ქუჩაზე 15 ცხედარი ვნახეთ, რომელთაც ხელები გაკოჭილი ჰქონდათ, ხოლო თავში ნატყვიარი ჰქონდათ. დღეს 30 ცხედარი ვიპოვეთ. ვერ ვასწრებთ, ხვალ მინიმუმ 20 მისამართზე ვართ მისასვლელები. ბევრი ადამაინი ბაღებსა და ეზოებშია დამარხული. ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით გვიჭირს. სიაში ჯერ კიდევ ყველა არ არის. ყოველ შემთხვევაში 350 ადამიანი უკვე დავკრძალეთ, - ამბობს სარიტუალო სამსახურის თანამშრომელი.
შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინემა სამხედროებმა ქალაქი ბუცა ოკუპანტებისგან გაათვაისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქშ ძმატა სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებშ ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელტაც ხელები ჰქონდათ შეკრული.
3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათვაისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანსაული დოკუმენტაციისთის, ახლა ცხედრებს სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.