უკრაინაში რუსულ აგრესიას 161 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა - 264

04.04.22 10:46
უკრაინაში რუსულ აგრესიას 161 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა - 264

რუსეთის შეიარაღებული აგრესიას 161 უკრაინელი ბავში ემსხვერპლა, კიდევ 264 დაშავდა. უკრაინის გენრპროკურორის ცნობით, აღშნინული ციფრი საბოლოო არ არის.

ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან ინფორმაციის დაზუსტებით მიზნით აქტიურ საბრძოლო  მოქმედებების ადგილებში ჯერ კიდევ ხორციელდება სამუშაოები. საუბარია, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ქალაქ მარიუპოლზე და კიევის, ჩერნიგოვის და ლუგანსკის გარკვეულ ტერიტორიებზე, - აცხადებს გენპროკურორი.

ოფიციალური მონაცემებით, ბავშვებში  ყველაზე მეტი ბავშვი დაიღუპა და დაშავდა  კიევში, დონცეკსა და ხარკოვში. მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კიევი - 75
  • დონეცკი - 78
  • ხარკოვი - 59
  • ჩერნიგოვი - 49
  • ნიკოლაევი - 34
  • ლუგანსკი - 31
  • ზაპოროჟიე - 22
  • ხერსონი - 29
  • სტოლიცა- 16
  • სუმი - 16
  • ჟიტომირი - 15