უკრაინელების გენოციდის უტყუარი მტკიცებულება - რუსებმა ბუჩაში საწამებელი ოთახები მოაწყვეს
უკრაინელი ხალხის გენოციდის უტყუარი დადასტურება - ირკვევა, რომ პუტინის სამხედროებმა ბუჩაში საწამებელი ოთახები მოაწყვეს. სასტიკად ნაცემ, უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს ოკუპანტები ერთ ოთახში კლავდნენ, მეორეში კი ცხედრებს ყრიდნენ.
ფაქტის ამსახველი შემძღწუნებელი კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. უმძიმეს კადრებში ჩანს, რომ მსხვერპლებს ხელები აქვთ შეკრული და კედლისკენ მუხლმოდრეკილები დგანან, შემდეგ კი მათ ტყვიები დაახალეს.
ბუჩას მკვიდრი იხსენებს, როგორ იპოვა სარდაფში მეუღლის ნაწამები ცხედარი.
გავიდა 5 დღე, 10, შემდეგ 13. ჩემს ქმარს ვეძებდი, მერე სარდაფში ჩავედი. სარდაფში რომ მივედი, ტანიამ თქვა, რომ იქ 2 ცხედარი იყო და შესაძლოა, ჩემი ქმარი ყოფილიყო. დაბლა რომ ჩავედი ფეხსაცმელებითა და შარვლით ვიცანი. სახე დასახიჩრებული ჰქონდა. სხეული ცივი, მას თავში ესროლეს, დაასახიჩრეს, აწამეს,- ამბობს ადგილობრივი.