კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესს - რეზნიკოვი

განადგურებული ინფრასტრუქტურა, დამწვარი ტექნიკა და ცხედრები გზებზე - ბუჩას მსგავსად, უმძიმესი მდგომარეობაა გოსტომელშიც. უკრაინელ სამხედროებს ამ ქალაქშიც შემაძრწუნებელი სურათი დახვდათ.
შემთხვევის ადგილზე უკრაინის თავდაცვის მინისტრი პირადად ჩავიდა. ოლექსეი რეზნიკოვი ამბობს, რომ პუტინს ეს არ შერჩება და კაცობრიობა ახალ ნიურნბერგის პროცესებს იხილავს.
ეს არ არის სპეცოპერაცია, ეს არ არის პოლიციის ქმედებები. ისინი არიან რიგითი რასისტები და ფაშისტები. ნამდვილი არადაამიანები არიან, რომლებიც უბრალოდ სჩადიან დანაშაულს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. აუპატიურებენ, კლავენ, ადამიანებს თვაში ესვრიან. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს ამის შესახებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კაცობრიობა იხილავს ნიურნბერგის ახალ სასამართლო პროცესს. ნიურნბერგის სასამართლო პროცესი ჩატარდება ან ჰააგაში ან ხარკოვში, ან ბუჩაში, ან ირპენში. დღეს ყველა ეს ქალაქი გმირია და ისინი იმსახურებენ, რომ ახალი ნიურნბერგის საამართლო პროცესი ჩატარდეს ფაშსტების წინააღმდეგ. ამას გეუბნებით როგორ ადვოკატი, - ამბობს რეზნიკოვი.