სასაკლაო ბუჩაში - დამნაშავე ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია

04.04.22 13:14
სასაკლაო ბუჩაში - დამნაშავე ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია

სასაკლაო ბუჩაში - დამნაშავე ყველა პირი უკვე იდენტიფიცირებულია. ირკვევა, რომ ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა ხაბაროვსკის ოლქის მოტომსროლელთა 64-ე ბრიგადა გადაისროლა. მათი მეთაური აზამბეკ ომურბეკოვია. 

ბოლო მონაცემებით ბუჩაში 340 ცხედარია ნაპოვნი, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. უკრაინელ სამხედროებს 20 მისამართი კიდევ გადასამოწმებელი აქვთ. 

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.

3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული დოკუმენტაციისთის, ახლა ცხედრებს  სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.

 

მსგავსი სიახლეები