მარიუპოლი ცხედრებით სავსეა - ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს პირდაპირ ქუჩებში ხვრეტენ
მარიუპოლის ქუჩები ადამიანების ცხედრებით არის სავსე. ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს პირდაპირ ქუჩებში ხვრეტენ.
აზოვის ზღვისპირა ქალაქიდან ახალი შემზარავი კადრები ვრცელდება. მარიუპოლი, სადაც ამ წუთებშიც შეტაკებები მიდის, პრატიკულად აღარ არსებობს. ყველა შენობა განადგურებულია. მარიუპოლში დარჩენილი მოხალისეეები მოკლულ თანამოქალაქეებს იქ კრძალავენ, სადაც მოუხერხდებათ.
პარალელურად, პრორუსი სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ მარიუპოლის დიდი ნაწილი მათი კონტროლის ქვეშ არის, მათ შორის, ოკუპანტები აკონტროლებენ ქალაქის ცენტრსაც. დღეს ისინი მარიუპოილის პორტზე იერიშს აანონსებენ, რომელსაც ამ დრომდე აზოვის ბატალიონი აკონტროლებს.