ხარკოვი ისევ იბომბება - რთული ღამის შემდეგ ოკუპანტებმა ქალაქზე იერიშები განაახლეს

ხარკოვი ისევ იბომბება. რთული ღამის შემდეგ ოკუპანტებმა ქალაქზე იერიშები განაახლეს. ხარკოვიდან გავრცელებული კადრებში ჩანს, რომ ჭურვები სამოქალაქო მანქანებს ხვდება. ქალაქი ამ დრომდე კვამლშია გახვეული.
ბოლო ცნობებით, ხარკოვის სლობოდას რაიონში ღამის დაბომბვისას 7 ადამიანი დაიღუპა და 34 დაშავდა. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.
დილიდან მტერი ბომბავს ხარკოვის ცენტრს. საცხოვრებელ უბნებს და არ ტოვებს ქალაქის აღების მცდელობებს. სალტოვკა დიდად არ განსხვავდება ალეპოსა და გროზნოსგან. ეს არის პატარა მარიუპოლი ქალაქის შიგნით, - ამბობს უკრაინელი სამხედრო.