ოკუპანტებმა რუბეჟნიში ეკლესია დაბომბეს - დაშავებულია 2 მღვდელი
ლუგანსკის ოლქის ქალაქ რუბეჟნიში ოკუპანტებმა ეკლესია დაბომბეს - დაშავებულია ორი მღვდელი. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. მისივე ცნობით, მტრის ჭურვმა ტაძრის სახურავი გაანგრია. ადგილობრივი მღვდლის გარდა დაშავებულია კიდევ სასულიერო პირი, რომელიც სხვა ეკლესიაში მსახურობს, ტუმცა იმ დროისათვის შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.