არა მარტო დღევანდელი, 24 თებერვლიდან მოყოლებული ყოველი დღე უნდა იყო გლოვის - ნინო წილოსანი

04.04.22 14:19
არა მარტო დღევანდელი, 24 თებერვლიდან მოყოლებული ყოველი დღე უნდა იყო გლოვის - ნინო წილოსანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს, მიჩნია, რომ არა მარტო 4 აპრილი, არამედ 24 თებერვლიდან მოყოლებული ყოველი დღე უნდა იყოს გლოვის.

ნინი წილოსანი ოპოზიციას კვლავ თავს ესხმის და მას პოპულიზმში ადანაშაულებს.

ნამდვილად, არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ყველა დღე 24 თებერვლიდან მოყოლებული, არის გლოვის დღე. განსაკუთრებულად ამ დღეზე, ან რომელიმე ინიციატივაზე აპელირება, ან რომელიმე ოპოზიციური პარტიის მხრიდან მცდელობა, მიისაკუთრონ თითქოს უკრაინის მხარდაჭერა, არის უბრალოდ პოპულიზმი, არ არის ღირსეული საქციელი იმ მძიმე დღეებში და მძიმე მომენტში, რომელსაც ახლა უკრაინა განიცდის.- განაცხადა წილოსანმა.

ოპოზიციური პარტიები ბუჩის ტრაგედიასთან დაკავშირებით  5 აპრილის გლოვის დღედ გამოცხადებას ითხოვენ.   

ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს.

მსგავსი სიახლეები