"ოცნება" საერთაშორისო სკანდალში ეხვევა - უკრაინის დაზვერვა საქართველოს კრემლთან თანამშრომლობაში ამხელს
საქართველოს ხელისუფლება უპრეცედენტო სკანდალში ეხვევა - უკრაინის თავდაცვის სამინსიტროს მოპოვებული მტკიცებულების თანახმად, „ქართული ოცნების“ გუნდი რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხემარება. ზელენსკის გუნდის თქმით, მსოფლიო სანქციების ფონზე საქართველოს ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან ფარულ გარიგებაში შევიდა და კონტრაბანდული გზით იარაღის წარმოებისათვის საჭირო პროდუქცია რუსეთში საქართველოს გავლით შედი. მათივე მტკიცებით, ქართულ სპეცსამსახურებს მწვანე შუქი ქვეყნის პოლიტკურმა ხელმძღანელმა აუნთო.
საერთაშორისო სანქციების გამო რუსეთს აღარ აქვს შესაძლებლობა მიიღოს სამხედრო დანიშნულების ორმაგი და სამოქალქო დანიშნულების ტვირთები. იმისთის, რომ სანქციებს გვერდი აუარონ, რუსი აგენტებენ კონტრაბანდულ გზებს აწყობენ, რომელიც საქართველოზე გადის. ქართულმა სპეცსამსახურებმა მიიღეს მითითება ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან,. რომ ხელი შეუწყონ კონტრაბანდისტებს, - იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა.