მარიუპოლი გვამებს ვერ იტევს - ადამიანები აოხრებულ ქალაქში წყალს და საკვებს ეძებენ

მარიუპოლი გვამებს ვერ იტევს. ქალაქის ყოფის შემზარავი და შოკისმომგვრელი კადრები ცოტა წნის წინ გავრცელდა. ხალხი დაბომბვის შედეგად გაჩენილ ორმოებში დაღუპულებს მარხავს. მარიუპოლის ზოგიერთი მკვიდრი საკუთარ სახლში ამოიწვა, ზოგიც რუსულ ჭურვს და ოკუპანტების ტყვიებს ემსხვერპლა.
მეორე დღეა ამ საქმით ვართ დაკავებული, ხალხს ვმარხავთ. 4 ადამიანი დავმარხეთ, პენსიონერი. ერთი ბებია 90 წლის იყო. 2-იც უბრალოდ ქუჩაში ვნახეთ. გარშემო ბევრი ბავშვია, გადავწყვიტეთ, რომ დაგვემარხა გვამები, რომ არ გახრწნილიყვნენ. ერთი ც ამოუცნობი კაცი იწვა დოკუემნტების არ ჰქონდა, დრამატულ თეატრთან. ისიც საერთო საფლავში ადვმარხეთ. აფეთქების შედეგად გაჩენილ ორმოებში ვმარხავთ. აქაც ერთი ბიჭი პირდაპირ დაცხრილვის დროს დაირუპა სადარბაზოში. ამე ზოში სულ ცოტა 7 ადამიანია დაღუპული,. გვერდით სახლშიც ვიცი, ბიჭები კიდევ ბინებშ დაიღუპნენ. აი, აქ 2-ნი სახლში დაიწვნენ, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მარიუპოლში ისევ ჰუმანიტარული კატასტროფაა. ხალხს სასმელი წყალიც კი არ აქვთ. ადგილობრივები ერთად დადიან და აოხრებული ქალაქის ქუჩებში წყალს ეძებენ. მოქალაქეებს სახლები აღარ აქვთ, ამიტომ საკვებს პირდაპირ ქუჩებში ამზადებენ. ადამიანები ერთმანეთს ყველაფრით ეხმარებიან, რათა ბავშვები გამოკვებონ.
"ახლა ბლინებს ქუჩაში ვაკეთებთ... ღმერთი იქნება ჩვენთან", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.