ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების მიერ სასაკლაოდ ქცეულ ბუჩაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტების მიერ სასაკლაოდ ქცეულ ქალაქ ბუჩაში ჩავიდა. ჟურნალისტების ცნობით, ვოლიდიმირ ზელენსკიმ ქალაქის ქუჩები დაათვალიერა და განადგურებუილი რუსული ტექნიკა ნახა. ის ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებს გაესაუბრა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსთმა სამხედრო დანაშაული და უკრაინსი გენოციდი ჩაიდინა. ამის მიუხედავად, ჟურნალისტის კითხვას, მიიჩნევს თუ არა პრეზიდენტი, რომ რუსეთთან მშვიდობაზე საუბარი ჯერ კიდევ შესაძლებელია, ზელენსკიმ თანხმობით უპასუხა.
დიახ, იმიტომ, რომ უკრაინამ მშვიდობა უნდა მოიპოვოს. ჩვენ 21 საუკუნის ევროპაში ვართ. ჩვენ დიპლომატიურ და საბრძოლო ძალისხმევას განვაგრძობთ,- თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.
3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის დოკუმენტაციისთვის ახლა ცხედრებს სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.