რაც უფრო გააჭიანურებს პუტინი შეხვედრას, მით უფრო უარესი მისთვის -ვოლოდიმირ ზელენსკი
კრემლი რაც უფრო გააჭიანურებს უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრას, მით უფრო ცუდი იქნება მისთვის - ამის შესახებ ოკუპანტების მიერ გაპარტახებულ ქალაქ ბუჩაში სტუმრობისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა.
რაც უფრო გააჭიანურებს ამ შეხვედრას რუსეთი, მით უფრო ცუდი იქნება მისთვის და საერთოდ, ამ ომისათვისაც. რადგან ყოველდღიურად, როცა ჩვენი ჯარები შედიან და ახდენენ ტერიტორიის დეოკუპაციას, , ისინი ხედავენ, რაც ხდება. ძალიან ძნელია იმაზე საუბარი, რასაც ხედავ, რას აფუჭებდნენ აგრესორები.
ყოვედღე ნახულობენ კასრებში, სარდაფებში ხალხს, რომლებიც დამხრჩვალია, ნაწამები.
ამიტომაც მიმაჩნია, რომ თუ რუსები შეხვედრის თაობაზე თუ რამეს ფიქრობენ, შეეცადონ, უფრო სწრაფად იფიქრონ - განაცხადა ზელენსკიმ.
კიევის ოლქის ქალაქ ბუჩას გათავისუფლების შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა 300 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. მათი უმეტესობა სასტიკადაა ნაწამები.