პუტინის რეჟიმის სიცრუის მანქანა ჩამოინგრა - კრემლმა ბუჩაში ადამიანები ჯერ კიდევ 19 მარტს ჩაცხრილა

05.04.22 11:10
პუტინის რეჟიმის სიცრუის მანქანა  ჩამოინგრა - კრემლმა ბუჩაში ადამიანები ჯერ კიდევ  19 მარტს ჩაცხრილა

მასობრივი მკვლელობები  ბუჩაში რუსეთმა ჩაიდინა - კრემლმა ქალაქ ბუჩაში ადამიანები ჯერ კიდევ  19 მარტს ჩაცხრილა. "ნიუ-იორკ  თაიმსის" ჟურნალისტურმა  გამოძიებამ პუტინის რეჟიმის სიცრუის მანქანა  ჩამოანგრია, რომელიც ცდილობდა დაერწმუნებინა მსოფლიო, რომ ბუჩაში სამხედრო დანაშაული არ ჩაუდენია და ირწმუნებოდა, რომ ეს უკრაინული მხარის ინსცენირება იყო.

გამოცემამ მოიპოვა სატელიტიდან გადაღებული ფოტოები სადაც ჩანს, რომ დახვრეტილი ხალხის  ცხედრები ბუჩას ქუჩებში 19 და 21 მარტს ეყარა ანუ მაშინ, როდესაც ამ ქალაქს ჯერ კიდევ რუსული არმია აკონტროლებდა.

უკრაინის პროკურორი კი პირდაპირ ამბობს,  რომ ბუჩაზე მძიმე სურათი ახლა იმ  ქალაქებშია,  რომლიც უკრაინელმა ჯაირისკაცებმა უკვე გაათავისუფლეს.

ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ კიევის ოლქში არსებულ სიტუაციაზე, რადგან გუშნ ამ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მოგვეცა და ამჟამდაც ვმუშაობთ ბუჩაში, ირპენსა და ვორზელში. სინამდვილეშ კი მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის მხრივ ყველაზე საშინელი ვითარება ბოროდიანკაში გახლავთ. ვფიქრობ, ამ დასახლების შესახებ ცალკე ვისაუბრებთ, - განაცხადა ირინა ვენედიქტოვამ. 

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.

3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის დოკუმენტაციისთვის ახლა ცხედრებს  სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.

 

მსგავსი სიახლეები