ნიკოლაევში ოკუპანტებმა ცეცხლი გაჩერებაზე მდგომ ადამიანებს გაუხსნეს - არის მსხვერპლი

05.04.22 11:22
ნიკოლაევში ოკუპანტებმა ცეცხლი გაჩერებაზე მდგომ ადამიანებს გაუხსნეს - არის მსხვერპლი

ოკუპანტი სამხედრო დანშაულებს განაგრძობს - ნიკოლაევში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაჩერებაზე მდგომ ადამიანებს გაუხსნეს. იერიში მიიტანეს სამარშრუტო მიკროავტობუსის მგზავრებზეც. არის მსხვერპლი.

რუსებმა ამ ქალაქში კასეტური ბომბები გამოიყენეს. დაიღუპა 10, დაშავდა  - 46 ადამიანი. საცხოვრებელი სახლების გარდა, ოკუპანტებმა ცეცხლი საავადმყოფოებს, ბავშვთა სახლშს, 11 საბავშვო ბაღს, 12 სკოლას და სხვა ობიექტებს გაუხსნეს.

ნიკოლავში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვისას ერთი ბავშვი დაიღუპა, კიდევ 9 კი იმ ჭურვს ემსხვერპლა, რომელიც სავაჭრო დახლებს ესროლეს. დაიჭრა 61 ადამიანი. არანაირი ლოგიკა არ არის. ადამიანები უბრალოდ დადიოდნენ ქალაქის ცენტრში, რუსი ოკუპანტები კი სმერჩებიდან, ურაგანებიდან ისვრიან. მესმის, როცა სამიზნეა სამხედრო ობიექტები, მაგრამ რა შუაშია ბავშვთა საავადმყოფო, - ამბობს ქალაქის მერი. 

მსგავსი სიახლეები