არ გადანაშაულებთ, მაგრამ შეგეძლოთ დაგვხმარებოდით - ზელენსკის მიმართვა ევროპელ ლიდერებს

05.04.22 11:36
არ გადანაშაულებთ, მაგრამ შეგეძლოთ დაგვხმარებოდით - ზელენსკის მიმართვა ევროპელ ლიდერებს

რუსების მიერ ბუჩაში სასაკლაოს მოწყობის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ისევ ევროპელ ლიდერებს მიმართავს და სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისკენ მოუწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ის, რასაც რუსეთი სჩადის, ცხადყოფს, რომ აგრესორ ქვეყანაზე დასავლეთის ზეწოლა საკმარისი არ არის. 

მინდა აღვნიშნო, დემოკრატიული სამყაროს ლიდერების რეაქცია ბუჩაში ნანახზე. რუსეთის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვაზე  სანქციებით რეაგირება ძლიერი უნდა იყოს, მაგრამ ნამდვილად იყო საჭირო ამას დალოდებოდნენ ეჭვებისა და გაუბედაობის უკუგდებისთვის? ნამდვილად უნდა დაღუპულიყო ასობით ჩვენი მოქალაქე, რათა ზოგიერთ ევროპელ ლიდერს გაეცნობიერებინა, რომ რუსეთის სახელმწიფო უმძიმეს ზეწოლას იმსახურებს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო იარაღი, რათა რაც შეიძლება მალე განდევნოს ოკუაპნტები ჩვენი მიწიდან, გაათავისუფლოს ჩვენი ქალაქები. ჩვენ რომ უკვე მიგვეღო ის, რაც გვჭირდებოდა, თვითმფინავები, ტანკები, არტილერია, რაკეტსაწინააღმდეგო და გემსაწინააღმდეგო იარაღი, ათასობით ადამიანის გადარჩენა შეგვეძლო. არ გადანაშაულებთ, მე მხოლოდ რუს სამხედროებს ვადანაშუალებ, მაგრამ შეგეძლოთ დაგვხმარებოდით. ვაგრძელებთ აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებით ოკუპანტების კიდევ უფრო სასტიკი ქმედებებისთვის მზადებას. ჩვენ ვიცით რის გაკეთებას აპირებენ დონბასში, ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ ხარკოვთან, სახელმწიფოს ზოგიერთ სხვა რაიონში. რუსეთი ის სამხედროებისა და ტექნიკის მნიშნელოვანი რაოდენობის კონცენტრაციას ახორციელებს. ეს აქტიურობა აჩვენებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები ცოტაა. იქნება მეტი თუ ხელისუფლება რეალურად არ დაიწყებს მშვიდობაზე მოლაპარაკებებს. ისინი სახელმწიფოს ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებენ. 90-იანი წლ;ები მაძღარი და მშვიდი მოეჩვენებათ,  - ამბობს ზელენსკი. 

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.

3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის დოკუმენტაციისთვის ახლა ცხედრებს  სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.

 

მსგავსი სიახლეები