ქართული გვარი სამკერდე ნიშნაზე - რუსულ შეირაღებულ ძალებში უკრაინის წინააღმდეგ ქართველი იბრძოდა

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში უკრაინის წინააღმდეგ ქართველი იბრძოდა - ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას "როიტერსი" ავრცელებს. მოტიჟანში უკრაინელი სამხედროების შესვლის შემდეგ ტერიტორიიდან გაქცეული რუსული ქვედანაყოფების სამხედრო ფორმები აღმოაჩინეს. ვიდეოკადრებში რუსეთის შეირაღებული ძალების ფორმა ჩანს, სამკერდე ნიშანზე კი ქართული გვარი "ბარბაქაძე" აწერია. აღნიშნული ჯარისკაცის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
მოტიჟანი ბუჩას შემდეგ ადამიანების წამების ახალი ეპიცენტრია. იქ ხალხს პირდაპირ ავტმობილებში ცოცხლად წვავდნენ. ადამიანების დაცხრილული ცხედრები ავტომობილებშია ნაპოვნი. მთელი დღეები უკრაინელი სამხედროები ქალაქში ცხედრებს ეძეებენ და მარხავენ.
თავდაპირველად წაიყვანეს მანქანა და 10 წუთის შემდეგ დაბრუნდნენ. სამი ადამიანია აქ მოიყვანეს. აქ აწამებდნენ და კლავდნენ. ხედავთ ტრაქტორს? ამ ტრაქტორით თხრიდნენ ორმოს და იქ ყრიდნენ ხალხს. სამი ნაწამები ადამიანიც აქ ჩააგდეს, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.