რუსებმა საფლავებს ტანკებით გადაუარეს, დაამტვრიეს ჯვრები - ცნობები მარიუპოლიდან
ტანკებით დადიოდნენ საფლავებზე და ჯვრებს ამტვრევდნენ- ოკუპანტებმა მარიუპოლთან ახლოს მდებარე, ევროპაში ყველაზე დიდი სასაფლაო სრულად დაანგრიეს.
ყოველდღიურად ისინი გამოდიოდნენ, დადგებოდნენ თავიანთ პოზიციებზე და იწყებდნენ დასავლეთის მიუმართულებით მრავალსართულიანი სახლების დაბომბვას.
პოზიციის შეცვლისას ტანკები პირდაპირ საფლავებზე გადადიოდნენ, ეს იყო საშინელება. ისინი პირდაპირ მიდიოდნენ და ლეწავდნენ ჯვრებს. რა თქმა უნდა, ამდენი ადამიანის მოკვლის შემდეგ რა მოსატანია საფლავების შეურაცხყოფა, მაგრამ ეს ხომ ღვთის გმობაა! - ამბობენ ადგილობრივები.