მარიუპოლის დებლოკადა სამხედრო გზით ამ ეტაპზე უკიდურესად რთულია - ვოლოდიმირ ზელენსკი

05.04.22 13:36
მარიუპოლის დებლოკადა სამხედრო გზით ამ ეტაპზე უკიდურესად რთულია - ვოლოდიმირ ზელენსკი

მარიუპოლის დებლოკადა სამხედრო გზით ამ ეტაპზე უკიდურესად რთულია- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა. მისი თქმით, ამ ინფორმაციას ბოლომდე იზიარებენ მარიუპოლის დამცველები.

მოლაპარაკება მიმდინარეობს თურქეთის პრეზიდენტთან, ერდოღანთან, რომ ქალაქიდან მოხდეს მოკლული და დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების გაყვანა, მათ სახმელეთო გზით ბერდიანსკამდე გაიყვანენ, შემდეგ კი იქიდან საზღვაო გზით.- განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემა ,,უნიან"-ს განუცხადა, ამ მომენტისთვის ელოდებიან პუტინის პასუხს აღნიშნულთან დაკავშირებით.