არაა გამორიცხული, რომ პუტინთან შეხვედრა არ შედგეს- ზელენსკი

05.04.22 14:36
არაა გამორიცხული, რომ პუტინთან შეხვედრა არ შედგეს- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, შეხვდეს პუტინს, თუმცა, ის არც იმას გამორიცხავს, რომ აღნიშნული შეხვედრა შედგეს. 

ზელენსკის თქმით, შეუძლებელია იმის პატიება, რაც ოკუპანტებმა უკრაინაში გააკეთეს. პრეზიდენტის განცხადებით, იმის თქმა, რომ "არ დაგელაპარაკები",  ყველაზე მარტივია:

ყოველი ასეთი ტრაგედია, ყოველი ასეთი ,,ბუჩა" მუდამ გტკენს გულს და სულს რუსებთან მოლაპარაკების დროს, თუმცა, აუცილებელია, მონახო შენში ძალა ასეთი ნაბიჯის გადადგმისას. 

აუცილებელია, ასეთი მოლაპარაკებების დროს უკრაინას ჰქონდეს უფრო ძლიერი პოზიცია, ვიდრე რუსეთს, ამიტომაც საჭიროა, საზოგადოება გაერთიანდეს და ჩვენს სახელმწიფოს ჰქონდეს მძლავრი შეიარაღება. მოლაპარაკებები აუცილებლად შედგება, მთავარია, რამდენად ძლიერი იქნება შენი პოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან.

ვთვლი, რომ  რუსეთი უკრაინაში ახორციელებს გენოციდს და ამის გამო ის უნდა დაისაჯოს. ამ პოზიციის მიუხედავად, უნდა მონახო ძალა შენში, რომ მათ შეხვდე და აღნიშნულ შეხვედრაზე სიტუაციიდან გამოსავალი მოძებნო, ისეთი გამოსავალი, რომ საკუთარი ტერიტორია არ დაკარგო - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები