დანიამ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა

დანიამ ქვეყნიდან 15 რუსი დიპლომატი გააძევა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდი განმარტავს, რომ დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბუჩაში მასობრივი საფლავები იპოვეს, სადაც რუსების მსხვერპლ მშვიდობიან მოსახლეობას მარხავენ.
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი სისასტიკის და ომის დანაშაულის, რომელიც ბუჩაში ჩაიდინეს", - ამბობს იეპე კოფოდი.
შეგახსენებთ, რომ რუსი ჯარისკაცების მიერ დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქის ქუჩებში იპოვეს.