გადაგვხოტრეს თავები, გვაწამებდნენ, მოკვლით გვემუქრებოდნენ - რუსების ტყვეობიდან დახსნილი უკრაინელი ქალების უმძიმესი ისტორიები

05.04.22 14:11
გადაგვხოტრეს თავები, გვაწამებდნენ, მოკვლით გვემუქრებოდნენ -  რუსების ტყვეობიდან დახსნილი უკრაინელი ქალების უმძიმესი ისტორიები

ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარეთ, თავები გადაგვხოტრეს, გვაწამებდნენ იმის გამო, რომ არ ვთქვით ,,დიდება რუსეთს - საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი ქალი სამხედროები საშინელებათა ისტორიებს ჰყვებიან.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობის ბატალიონის წარმომადგენელი, ანასტასია მატრუშენკო, იხსენებს, რომ სამხედრო ნაწილს, სადაც ის მსახურობდა, რუსებმა არტილერიის ცეცხლი გაუხსნენ. მატრუშენკო  რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ ჩაიგდეს, ხელები შეუკრეს, თვალები აუხვიეს და ბელორუსიაში გადაიყვანეს.

მატრუშენკოს ინფორმაციით, მას  არასლავური წარმოშობის სამხედრო ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდა. ამის შემდგომ კი გადაიყვანეს ბრიანსკის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადავ უკრაინელ ქალ სამხედროებს მხოლოდ იმის გამო აწამებდნენ, რომ არ ამბობდნენ ,,დიდება რუსეთს". მათ ჯოჯოხეთი გამოიარეს, მამაკაცების თვალწინ აიძულებდნენ, ბოლომდე გაშიშვლებულიყვნენ, თმები გადაპარსეს ბოლომდე, კამერებში გამუდმებით კითხავდნენ.

კავშირგაბმულობის ნაწილი, სადაც ალექსანდრა ცელუკი მსახურობდა, მტერს ბოლომდე ებრძოდა, თუმცა ოკუპანტებმა მძიმე ტექნიკა მოიშველიეს და ბუნკერი, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, ყუმბარებით ააფეთქეს. ალესანდრა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. 

ბელორუსში ჩაგვიყვანეს, სადაც აპირებდნენ, ჩვენ პროპაგანდისტულ ფილმში გადავეღეთ და მოგვთხოვეს, რუსულად გვესაუბრა- იხსენებს ალექსანდრა.

უკრაინელი სამხედროები რუსების ტყვეობიდან 2 აპრილს გაათავისუფლეს. მათი შესახედავობით ყველა შოკირებული იყო - ყველა მათგანს თავი გადახოტრილი ჰქონდა.

 

მსგავსი სიახლეები