"ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე სანქციებზე წუწუნი სირცხვილია" - რუსი ოლიგარქები პუტინს განუდგნენ

05.04.22 14:18
"ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე სანქციებზე წუწუნი სირცხვილია" - რუსი ოლიგარქები პუტინს განუდგნენ

რუსი ოლიგარქი და ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი ვლადიმერ ლისინი აცხადებს, რომ სანქციებზე ჩივილი იმ პირობებში, როდესაც უკრაინის  ქალაქებს მიწასთან ასწორებენ და ადამიანებს კლავენ, სირცხვილია. ამავე დროს ლისინი აღიარებს, რომ  რუსეთის ეკონომიკა ინგრევა , ხოლო ხელისუფლების ქმედებები სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. 

მილიარდერმა ფაქტობრივად, დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გაამართლა და უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის ალტერნატივად შეაფასა. 

ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე  პირად პრობლემებზე წუწუნი სირცხვილია. სანქციები კოლექტიური  პასუხისმგებლობის ელემენტებით შესაძლოა, უსამართლოდ გეჩვენებოდეთ, თუმცა ადამიანების სიკვდილის და ქალაქების განადგურების შეჩერებას ყველა ხელმისაწვდომი საშუალებებიტ შეეცდებიან, - განაცხადა ოლიგარქმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში. 
 

მსგავსი სიახლეები