კრემლი მარიუპოლში ომის დანაშაულების მტკიცებულებებს ანადგურებს - რუსული არმია ქუჩებს ცხედრებისგან წმენდს

05.04.22 15:04
კრემლი  მარიუპოლში ომის დანაშაულების მტკიცებულებებს ანადგურებს - რუსული არმია ქუჩებს ცხედრებისგან წმენდს

ოკუპანტებმა კრემლიდან მარიუპოლში  ომის დანაშაულის მტკიცებულებების განადგურების ბრძანება მიიღეს. ბუჩას ტრაგედიის შემდეგ რუსეთი ცდილობს, მისი ჯარისკაცების მიერ მოკლული ადამიანების გვამები გააქროს.

დილიდან რუსული არმია გადამწვარი ქალაქის ქუჩებში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს აგროვებს. რუს სამხედროებს გარდაცვლილები  სატვირთო ავტმობილებით გაურკვეველი  მიმართულებით გადაჰყავთ.