ხარკოვის ეკოპარკი პრაქტიკულად განადგურებულია - ცხოველები შესაძლოა, დააძინონ

ხარკოვის ეკოპარკი პრაქტიკულად განადგურებულია - ამის შესახებ ეკოპარკის დამაარსებელი, ალექსანდრ ფელდმანი, აცხადებს. მისი განმარტებით, რუსების მასობრივი დაბომბვას გადარჩენილი ცხოველების ნაწილს სხვაგან გადაიყვანენ, ხოლო დიდი ზომის ცხოველებს დააძინებენ.
ეკოპარკი აღარ არსებობს. გუშინდელი მასობრივი სროლების შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ ის განადგურებულია. დარღვეულია ვოლიერები, ინფრასტრუქტურა, სასწაულებრივად გადაურჩნენ ტყვიებს ლომები და ვეფხვები. გალიები ისეა მოშლილი და დარღვეული, რომ ყოველ წამს შესაძლოა, ცხოველები ქუჩაში აღმოჩნდნენ.
მძიმე მდგომარეობაშია ნაგებობა, სადაც დათვები იმყოფებიან. დღეს საღამომდე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ ცხოველები ან მოვკლათ, ან დავაძინოთ, თუმცა, სად უნდა გადავიყვანოთ ისინი, არანარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია.
პატარა ცხოველები, აიგუარები, პანტერები და ასე შემდეგ, შესაძლოა, გადავარჩინოთ, მაგრამ დიდ ცხოველებს სავარაუდოდ, ადგილზე განადგურება ემუქრებათ - განაცხადა ფელდმანმა.