"უკრაინული ძალები კადრებს დასავლურ მედიაში გასავრცელებლად დგამენ" - რუსეთის თავდაცვა ბუჩას სასაკლაოზე

05.04.22 15:12
"უკრაინული ძალები კადრებს დასავლურ მედიაში გასავრცელებლად დგამენ" - რუსეთის თავდაცვა ბუჩას სასაკლაოზე

გენოციდი ბუჩაში - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და სამხედრო დანაშაულის უკრაინული მხარისთვის  გადაბრალებას ცდილობს. უწყების მტკიცებით, უკრაინული მხარე საკუთარ მოქალაქეებს თავად ხოცავს, რიმ შემდეგ ეს კადრები დასავლურ მედიაში გაავრცელოს. 

4 აპრილის საღამოს სოფელ მოშჩუნში უკრაინის 72 ფსიქოლოგიური ოპერაციების მთავარი ცენტრის ჯარისკაცებმა გადაიღეს მასალა რუსეთის შეიარაღებული ძალების ძალადობრივი ქმედებების დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების  შესახებ. უკრაინული ძალები კადრებს დასავლურ მედიაში გასავრცელებლად დგამენ და აქვეყნებენ. უკრაინის სპეცსამსახურების აწყობენ მსგავს ღონისძიებებს სუმში, კონოტოპში და სხვა ქალაქებში, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.

3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის დოკუმენტაციისთვის ახლა ცხედრებს  სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.