ევროკომისიის დელეგაცია უკრაინაში ჩავა
ევროკომისიის მთავარი წარმომადგენლის, ერიკ მამერის, ინფორმაციით, ამ კვირის განმავლობაში უკრაინის დედაქალაქს ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროპული დიპლომატიის მეთაური, ჟოზეფ ბორელი, ეწვევიან.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი და ევროკომისიის საშინაო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბარელი, ამ კვირას გაემგზავრებიან კიევში და შეხვდებიან პრეზიდენტ ზელენსკის.
საუბარი წარიმართება შაბათს ვარშავაში დაგეგმილი აქციის, #StandUpForUkraine-ის შესახებ- დაწერა სოციალურ ქსელში მამერმა.
პირველად ევროკომისიიის უმაღლესი რანგის დიპლომატების კიევში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სლოვენიის პრემიერმა, იანეზ იანშამ, გაავრცელა.