დაბომბილი სუმიდან ბავშვები გაჰყავთ - უმძიმეს კადრებს უცხოური მედია ავრცელებს

უკრაინელი ჯარისკაცები დაბომბილი სუმიდან ბავშვების ევაკუაციას ცდილობენ. უმძიმეს კადრები უცხოურ მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ბავშვების უმეტესობა ჩვილია. ახალშობილების უმეტესობას ჟანგბადი ხელოვნურად მიწოდებათ. საომარი მოქედებების ეპიცენტრიდან ჯერ მხოლოდ 12 ბავშვის გამოყვანა მოხერხდა. რუსული აგრესიის ეპიცენტრის დატოვების მოლოდინში კიდევ ათობით ბავშვია.