ჩემი თვალით ვნახე, როგორ ქურდავდნენ და კლავდნენ ჩვენი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას - რუსი სამხედროების აღიარება

05.04.22 17:26
ჩემი თვალით ვნახე, როგორ ქურდავდნენ და კლავდნენ ჩვენი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას - რუსი სამხედროების აღიარება

რუსი სამხედროების აღიარება -რუსული არმიიდან  უკრაინის მხარეს გადასული სამხედროები ადასტურებენ, რომ პუტინის ბრძანებით ოკუპანტები უკრაინის ქალაქებში ომის დანაშაულს ჩადის და უდანაშაულო ადამიანებს მიზანმიმართულად ხოცავს.

უკრაინის მხარეს გადასული  სამხედროები ახლა უკრაინაში  "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონში ირიცხებიან. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ სამხედრო მეთაურებისგან არა სტატეგიული ობიექტების, არამედ პირდაპირ საავდმყოფოებისა და თავშესაფრების დაბომბვის ბრძანება ჰქონდათ.

მე ის სამხედრო ვარ, რომელიც გამოაგზავნეს სწავლებაზე და აღმოჩნდა ომში, ტყუილში ჩაგვითრიეს. პუტინი ჩადის სისასტიკეს რუსი ჯარისკაცების ხელით.

ჩემი თვალით ვნახე რუსების მოროდიორობა, სახლების გაქურდვა, ნაძარცვი ნივთების წაღება რუსეთში, როგორც გამარჯვების სიმბოლო, ასევე ვნახე უკრაინელი სამოქალაქო პირების მკვლელობა, ვნახე ბავშვთა სახლების განადგურება, საავადმყოფოების, სამშობიაროების დაბომბვა, სადაც თავს აფარებდნენ მოქალაქეები.

ასევე ვნახე, რუსი სამხედროები როგორ იყენებდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხალ ფარებად. ამის შემდეგ გადავწყვიტე, დავნებებულიყავი და უკრაინის ჯარებს შევერთებულიყავი - განაცხადა ერთ-ერთმა სამხედრომ.

მსგავსი სიახლეები