"მუხლებზე დააყენეს და თავში ესროლეს" - ოკუპანტებმა უკრაინელ ქალს თვალწინ ქმარი მოუკლეს

05.04.22 17:14
"მუხლებზე დააყენეს და თავში ესროლეს" - ოკუპანტებმა უკრაინელ ქალს თვალწინ  ქმარი მოუკლეს

უკრაინელი ქალი, რომელსაც ოკუპანტებმა ქმარი თვალწინ მოუკლეს, რუსულ სისასტიკეს დეტალურად აღწერს. ბუჩას მკვიდრის მონაყოლი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსი სამხედროების სამიზნე  მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. 

დღეს დილით სახლში ვისხედით, მოულოდნელად აფეთქებების ხმა გავიგე. შემდეგ დაიწყეს სახლის ფანჯრების დაცხრილვა. დაგვიძახეს, რომ გარეთ გავსულიყავით. ოლეგი გავიდა ხელებაწეული. მას უკან მეც გავყევი. რატომ იმალებითო, გვკითხეს. გვითხრეს, რომ ჩვენ რუსები ვართ და თქვენს გასათავისუფლებლად მოვედითო.

მე გვერდზე გამიყვანეს,  სახლი იწვოდა. ოლეგი ხანძრის ჩასაქრობად გაიქცა, მაგამ ამის უფლება რუსებმა მას არ მისცეს. გამოიყვანეს ქუჩაში, მუხლებზე დააყენეს და თავში ესროლეს.  მე ვუყვიროდი, რომ მეც მოვეკალი, მაგრამ მან მითხრა, რომ მე ქალებს არ ვკლავო, - ამბობს ბუჩას მკვიდრი.