ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციებს აფართოვებს

05.04.22 18:16
ევროკავშირი რუსეთის მიმართ სანქციებს აფართოვებს

ევროკავშირი გააფართოვებს პერსონალურ სანქციებს, გააძევებს რუს დიპლომატებს და გააფართოვებს იმ პირთა სიას, ვის მიმართაც ის სანქციებს გამოიყენებს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჟოზეფ ბორელმა, განაცხადა. 

ბორელის ინფორმაციით, საუბარია ათობით რუს პოლიტიკოსზე, ბიზნესმენზე, პროპაგანდისტზე, ასევე სამხედრო სფეროში მომუშავე კომპანიებზე.

ამას გარდა, ბორელმა არასასურველ პირად გამოაცხადა ევროკავშირში რუსეთის საელჩოს მაღალი თანამდებობის პირები, თუმცა, მათი რიცხვი არ დაუკონკრეტებია.

რუსეთის არასამართლებრივი და ძირგამომთხრელი საქმიანობა, რომელიც მიმართულია ევროკავშირის ინტერესებისა და უშიშროების წინააღმდეგ, იმავდროულად არღვევს დიპლომატიური ურთიერთობების ვენის კონვენციას.  

 დღეს მე გამოვაცხადებ პერსონა ნონ გრანტად რუსეთის მთელ რიგ თანამდებობის პირებს იმ საქმიანობის გამო, რაც ეწინააღმდეგება მათ დიპლომატიურ სტატუსს - განაცხადა ბორელმა.

ბორელმა წარმოადგინა სანქციების მე-5 პაკეტის დეტალები, რომელიც მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ და დასამტკიცებლად ევროპის საბჭოს გადაეცა.

სანქციათა პაკეტში შედის ნახშირის იმპორტის, რუსული ბანკების ტრანზაქციისა და რუსული ხომალდების ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვები, ასევე მაღალტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტის შეზღუდვა. 

 

მსგავსი სიახლეები