კონტრშეტევის შემდეგ უკრაინელი სამხედროები რუსეთსა და ბელორუსთან სახელმწიფო საზღვრის ნაწილს აკონტროლებენ

უკრაინელმა მესაზღვრეებმა კონტრშეტევის შემდეგ ჩერნიგოვშინასთან სახელმწიფო საზღვარს მიაღწიეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
უკრაინის სასაზღვრო ჯარების დანაყოფებმა მიაღწიეს სახელმწიფო საზღვარს ჩერნიგოვის ოლქში და უზრუნველყოფენ სახელმწიფო საზღვრის დაცვას დნეპრის, გორსკისა და ნედანჩინის დასახლებულ პუნქტებში.- ნათქვამია საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მოხსენებაში.
დასახლებული პუნქტები, ნედანჩინი და დნეპროვსკოე, ესაზღვრებიან ბელორუსიას, ხოლო გორსკი -რუსეთს.