იმედი მაქვს, ერთ კვირაში ბუჩა ცხოვრების ნორმალურ წესს დაუბრუნდება - ქალაქის მერი
ქალაქ ბუჩას მერი, ანატოლი ფედორუკი, თვლის, რომ ბუჩა ერთ კვირაში ნორმალურ ცხოვრებას დაიწყებს. მისი თქმით, თავდაპირველად დაიწყება სპეციალისტების, ექიმების, ხელოსნების დაბრუნება, რათა ქალაქი ცხოვრებისთვის მზად იყოს.
იმედი მაქვს, ერთ კვირაში გვექნება საშუალება, ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ. ამ დროისთვის ვმუშაობთ წყლისა და გაზის მოწოდების აღდგენაზე.
ამ ეტაპზე არ არის რეკომენდირებული, რომ მოსახლეობა მასობრივად დაბრუნდეს, ჯერ მხოლოდ სპეციალისტები, რათა შეამზადონ ინფრასტრუქტურა ცხოვრებისთვის - განაცხადა ბუჩას მერმა.
ამ დროისთვის ბუჩაში 3700 სამოქალაქო პირი იმყოფება.