ზელენსკიმ გაეროს მოუწოდა, ერთად გამოიძიონ რუსეთის სამხედრო დანაშაული

05.04.22 20:46
ზელენსკიმ გაეროს მოუწოდა, ერთად გამოიძიონ რუსეთის სამხედრო დანაშაული

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოუწოდა მსოფლიო ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებების გამოძიების საქმეში. აღნიშნული მოწოდება ზელენსკიმ დღეს გაეროს უშიშროების სხდომაზე გამოსვლისას გააჟღერა.

თავისი გამოსვლის დროს ზელენსკიმ მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის ტერორის უამრავი მაგალითი მოიყვანა. 

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი შეეცდება, ბრალი აიცილოს და დანასაული სხვა ქვეყნებისკენ გადაამისამართოს,  დაასახელა რუსი აგრესორების მიერ დაპყრობილი დონბასის, აგრეთვე სირიაში განხორციელებული დანაშაულებების მაგალითები.