ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკში ნავთობბაზა დაბომბეს - დაიწვა ქარხანაც

06.04.22 10:56
ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკში ნავთობბაზა დაბომბეს - დაიწვა ქარხანაც

დნეპროპეტროვსკში რუსმა ოკუპანტებმა ნავთობბაზა დაბომბეს. ცეცხლი ქარხანასაც გაუჩნდა. მეხანძრეები ხანძარს დილამდე აქრობდნენ. 

მტერმა ნავთობბაზაზე და ერთ-ერთ ქარხანაზე იერიში ჰაერიდან მიიტანა. ნავთობბაზა განადგურებულია. ქარხანაში მეხანძრეები ხანძარს ამ დრომდე ებრძვინ. ძლიერი ხანძარია. ცეცხლი საწვავს უკიდია, - განაცხადა ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. 

არსებული ინფორმაციით, სმხვერპლი არ არის. 
 

მსგავსი სიახლეები