"პროვოკაცია, რომელიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ჩაშლას ემსახურება" - ლავროვი ბუჩას სასაკლაოზე

06.04.22 11:53
"პროვოკაცია, რომელიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ჩაშლას ემსახურება" - ლავროვი ბუჩას სასაკლაოზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი  ლავროვი ბუჩას სასაკლაოს უკრაინის და დასავლეთის პროვოკაციად აფასებს. ლავროვის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში პროპაგანდისტული მანქანები რუსეთის წინააღმდეგ ისტერიას აღვივებენ, რომლის მიზანიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ჩაშლაა. 

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დასავლეთისა და უკრაინის პროპაგანდისტული მანქანა განსაკუთრებულად ორიენტირებული იყო ისტერიის გაღვივებაზე. რუსეთის შეიარაღებული ძლაების მიერ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ ცნობების სიმცდარე არაერთხელ დადასტურდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ჩვენი სამინისტროს და გაეროში მუდმივი მოქმედი წარმომადგენლობის მიერ. გაეროში ჩვენმნა ელჩმა ვასილი ნებენზიამ დღეს დეტალურად დააფიქსირა ჩვენი პოზიცია. მოიყვანა ფაქტები და წაიკითხა მოწმეების ჩვენებები გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. შესაბამისად, საკითხავია, თუ რა მიზანს ემსახურება ეს აშკარად ცრუ პროვოკაცია. ჩვენ მიმართული ვართ, რომ ეს მივიჩნიოთ როგორც  მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობა იმ დროს, როდესაც გვირაბის ბოლოს გარკვეული, თუმცა ბუნდოვანი სინათლე გამოჩნდა, - განაცხადა ლავროვმა. 

შეგახსენებთ, რომ 1 აპრილს უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი ბუჩა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს. 2 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქში მასობრივი სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც 300-მდე ადამიანი დამარხეს. ბუჩას ქუჩებში ცხედრები იყო მიმოფანტული, რომელთაც ხელები ჰქონდათ შეკრული.

3 აპრილს უკრაინის გენპროკურორმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის ტერიტორიიდან, რომელიც ოკუპანტებისგან იქნა გათავისუფლებული, 410 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი გაიტანეს. რუსეთის წინააღმდეგ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის დოკუმენტაციისთვის ახლა ცხედრებს  სამედიცინო ექსპერტები სწავლობენ.